2019-04-05

გიწვევთ LexisNexis Academic-ის ვებინარზე




თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი გიწვევთ LexisNexis Academic-ის ვებინარზე: "US, EU, and UK Law Research & Analysis", რომელსაც წარუძღვება მარატ ალმაგანბეტოვი, M.B.A., Ph.D. — მომხმარებელთა მომსახურების სამსახურის მენეჯერი, ლექსისნექსის აღმოსავლეთ ევროპა. ვებინარი გაიმართება 10 აპრილს, 11 საათზე, 135-ე ოთახში (თსუ-ის II აკად. კორპ.). ღონისძიებაზე განიხილება სამეცნიერო ბაზაში კანონმდებლობისა და სასამართლო გადაწყვეტილებების, სამეცნიერო პუბლიკაციების მოძიების ისევე, როგორც კომპანიათა Compliance & Due Diligence პროცესის შემოწმების წესი. 

თვალსაჩინოებისთვის გაეცანით დღის წესრიგს:

  •   სამართლის მიმოხილვა და ჟურნალები: სამეცნიერო კვლევის მომზადების ეტაპზე, რამდენად დაგეხმარებათ LexisNexis-ის ბაზა მსოფლიოს მოწინავე სამართლებრივ პერიოდიკაზე წვდომის შესაძლებლობით. 
 •    შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის სამართალი: კანონმდებლობა და სასამართლო გადაწყვეტილებები მეცნიერებისთვისა და პრაქტიკოსებისთვის.
 •  Compliance & Due Diligence: ნეგატიური ინფორმაცია, კომპანიისა და პირის შემოწმება.

მადლიერნი დაგრჩებით დასწრების დადასტურებისთვის. საამისოდ, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ელ. მისამართზე:
 გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ვებინარის სამუშაო ენა ინგლისურია.

 მოხარულნი ვართ, შეგახსენოთ, რომ თსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის მსოფლიოს უდიდეს საერთაშორისო სამართლებრივ ბაზაზე — LexisNexis Academic-ზე წვდომა უფასოა. LexisNexis Academic-ი ხელმისაწვდომია თსუ-ის კომპიუტერებიდან ისევე, როგორც ინტერნეტ ქსელით ავტორიზაციის გარეშე.



The Faculty of Law is pleased to announce a LexisNexis Academic webinar: "US, EU, and UK Law Research & Analysis" to be held on the April 10th, at 11 A.M. in the Conference Room N. 135 (TSU, II Acad. Building). The webinar is to be hosted by a Customer Success Manager at the LexisNexis Eastern Europe — Marat Almaganbetov, M.B.A., Ph.D. The event aims to explain how to search for legislation and cases as well as journal articles in an international legal database, check companies and run compliance & due diligence processes. 

Hence, a draft Agenda is attached for your perusal: 
•    Law Reviews & Journals: how LexisNexis can help you to get access to the world’s leading legal periodicals for your research theses. 
•    US, UK and EU Law: legislation and cases for scholars and practitioners.
•   Compliance & Due Diligence: Negative News, Company and Person Check.

Your confirmation of attendance will be highly appreciated. To do so, you are kindly asked to fill the registration form available at the following link:

 Please, be noted, that webinar will be conducted in English.

We are pleased to remind you that TSU students and Professors have free access to LexisNexis Academic, the largest database of international legal information. LexisNexis Academic is available from the TSU computers or via the TSU Wi-Fi without any ID and password.  
Print

« იხ. ყველა სიახლე