ცხადდება ნაშრომების მიღება კონფერენციისთვის - „ნოვაციები პენიტენციური სისტემისათვის“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ კონფერენციას:
„ნოვაციები
პენიტენციური სისტემისათვის“
·
კონფერენცია
განკუთვნილია მხოლოდ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
· კონფერენციაში მონაწილეების მსურველებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ, ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთი, რომლის მოცულება შეადგენს დაახლოებით 10 გვერდს (ფორმატი- Sylfaen , შრიფტის ზომა - 12) :
- კერძო
ციხეები;
- საქართველოს
სახალხო დამცველის რეკომენდაციების სავალდებულო ხასიათი;
- სუიციდი სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში.
·
ნაშრომების
შექმნა დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალურად.
·
ნაშრომების
წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდგომ, შემოსული ნაშრომები
სრული რაოდენობით, დაშიფრული სახით გადაეგზავნება, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს, სადაც მოხდება მისი განხილვა და ჩამოთვლილი სამი თემიდან თითო გამარჯვებულის გამოვლენა.
·
გამარჯვებული
ნაშრომების გამოვლენის შემდგომ, 2014 წლისდეკემბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გაიმართება კონფერენცია, სადაც მოხდება გამარჯვებულების მიერ ნაშრომების პრეზენტაცია
და მათი დაჯილდოება შესაბამისი სერთიფიკატებითა და წიგნებით.
·
ნაშრომების
გამოგზავნა ხდება შემდეგ ელექტრონულმისამართზე:
conference.penitentiary@gmail.com
·
გთხოვთ,
მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო რეკვიზიტები.
დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით:
595 01 79 97 - ანა გუდაძე
გისურვებთ
წარმატებებს!
« იხ. ყველა სიახლე