2016-02-24

პრაქტიკა გერმანული ენის მცოდნე ახალგაზრდა იურისტებისთვის


Die Deutsch - Georgische Gesellschaft im Saarland e.V. (DGG)   და   ზაარლანდის   მთავრობის ორგანიზებით   ეწყობა   პრაქტიკა ზაარლანდის   ასამართლოებსა   და   სხვა   სახელმწიფო   სტრუქტურებში .

პროგრამის მონაწილე შეიძლება იყოს ბაკალავრის , ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირი , ან სულ მცირე საბაკალავრო პროგრამის მე -3 კურსის სტუდენტი .

აუცილებელი მოთხოვნაა - გერმანული ენის მაღალ დონეზე ფლობა .

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იცხოვრებენ   გერმანულ ოჯახებში და   მიიღებენ ფულად დახმარებას .

პროგრამის მოქმედების პერიოდი : 2016 წლის აგვისტოს ბოლოდან - ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე .

პრაქტიკის  ხანგრძლივობა : 4- დან  6 კვირამდე .

 

დაწვრილებითი   ინფორმაციისთვის   იხილეთ  DGG- ის   ვებ . - გვერდი:   dgg-saar.de   და მობრძანდით   საინფორმაციო   შეხვედრაზე   -   2016  წლის  4  მარტს   17.00   საათზე თსუ - ის  II   კორპუსის  N :135-ე   აუდიტორიაში

გასაუბრებები   გაიმართება  2016  წლის   8   მარტს   16.00   საათიდან თსუ  - ის II   კორპუსის  N :135-ე   აუდიტორიაში .

ორივე   შეხვედრა   ჩატარდება  DGG- ის   თავმჯდომარესთან ქალბატონ   გიზელა   ჰაილთან .

 

დაინტერესებულმა   პირებმა   2016 წლის მარტამდე   გამოაგზავნონ   ელ - ფოსტის   მისამართზე  -  

gisela.heil@t-online.de    -  მხოლოდ   შემდეგი   დოკუმენტაცია :  


1 .  CV (გერმანულად);

2.  სამოტივაციო   წერილი (გერმანულად);

3.  დიპლომი , ან   ცნობა   უნივერსიტეტიდან , ნიშნების ფურცელთან ერთად (ქართულად) .

Print

« იხ. ყველა სიახლე