2016-12-02
დოცენტ ელენა სიჩენკოს საჯარო ლექცია თსუ-ში
13 დეკემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტის, ელენა სიჩენკოს, საჯარო ლექცია თემაზე – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, როგორც შრომის სამართლის წყარო.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ლექცია წარიმართება რუსულ ენაზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №06
« იხ. ყველა სიახლე