2014-03-24

ერთი დღე პროკურორად


საქართველოს მთავარი პროკურატურა ახორციელებს პროექტს ,,ერთი დღე პროკურორად“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუდენტი   ერთ დღეს  გაატარებს პროკურატურაში და გაეცნობა პროკურატურის საქმიანობას.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს, რომლის საშუალო GPA 2.5 ან უფრო მაღალია.  

სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს  სისხლის სამართლის პროცესი  

შენიშვნა: შესაძლებელია ისეთი სტუდენტიც, რომელიც ამ სემესტრში გადის ამ საგანს.  

პროექტში მონაწილეობის მსურველმა, რომელიც აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა წარმოადგინოს CV და სამოტივაციო წერილი.

 

სამოტივაციო წერილების საფუძველზე საბოლოოდ მოხდება 10 სტუდენტის შერჩევა, რომლებიც 2014 წლის  აპრილის თვის პირველი კვირის რომელიმე დღეს გაატარებენ პროკურატურის ორგანოში.  

მსურველებმა ზემოთქმული ინფორმაცია უნდა გამოაგავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  

Law@tsu.ge

ინფრომაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 27 მარტი, 15:00 საათი

Print

« იხ. ყველა სიახლე