2014-01-13

შრომის სამართლის კრებულის II ტომის პრეზენტაცია თსუ-ში

17 იანვარს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შრომის სამართლის  სტატიათა კრებულის II ტომის პრეზენტაცია გაიმართება.

კრებული გასული წლის დეკემბერში გამოიცა და მასში შესულია ახალგაზრდა მკვლევართა სტატიები შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მოსამართლეები, პროფესორ - მასწავლებლები და სტუდენტები.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი (#115)

Print

« იხ. ყველა სიახლე