2016-07-09
"ვის მუთ"ის შერჩევა!
ინტერვიუ - 2016 წლის 15 ივლისი, 19:30, თსუ-ს 1-ლი ან მე-2 კორპუსი, აუდიტორია (დაზუსტდება მოგვიანებით).
იწყება ვილლემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღების მსურველთა შერჩევა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე.
იმიტირებული პროცესები წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის 6 კრედიტიან საგანს, რომელიც საბოლოოდ შერჩეულ გუნდის წევრე ბს ჩაეთვლებათ მომავალი წლის გაზაფხულის სემესტრში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები. ასევე იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაამთავრეს ბაკალავრიატი და აბარებენ მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში. თუმცა, მონაწილეობის მიღების პირობაა მომავალ წელს სტუდენტის სტატუსის ქონა.
შერჩევად შედგება ორი ეტაპისგან:
1. გასაუბრება ინგლისურ ენაზე, რომელიც გაიმართება 15.07.2016 წ. 7:30-ზე თსუ-ს 1-ლ ან მე-2 კორპუსში.
2. 1-ლი ეტაპის გადალახვის შემდეგ, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მეორე ეტაპში, სადაც იქნება წერითი და ზეპირი შემოწმება მიცემული კაზუსების საფუძველზე.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (არაუმეტეს 2 გვ.-ისა) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვ.-ისა) vismoot.tsu@gmail.com-ზე 2016 წლის 14 ივლისამდე.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591999896 ან ელ-ფოსტა:vismoot.tsu@gmail.com
« იხ. ყველა სიახლე