2017-02-20

რიგით მე-11 ფორუმი - ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი - "დისკრეციული უფლებამოსილება ქართული საჯარო მმართველობის კულტურის ჭრილში


 მოგახსნებეთ, რომ   2017 წლის 10 თებერვალს თსუ-ს პირველ კორპუსში, აუდ. 006, 15:30 საათზე გაიმართა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-11 ფორუმი, თემაზე: დისკრეციული უფლებამოსილება ქართული საჯარო მმართველობის კულტურის ჭრილში.


 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტილების გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.

 მე-11 ფორუმის ფარგლებში საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გაგვიზიარეს სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულების, უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა. მომხსენებლთა შორის არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირმა ხარშილაძე თემაზე „დისკრეციული უფლებამოსილება - ქართული სამართლისა და პრაქტიკის მიმოხილვა“, არქიტექტორი ვახტანგ ჯოხაძე პრეზენტაციით „დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის მაგალითზე“. ფორუმში მონაწილეობა მიიღო გერმანიის ქალაქ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა - ულრიხ შტელკენსმა, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე - „დისკრეციული უფლებამოსილება ევროპულ პერსპექტივაში“.

 ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, სასწავლო ცენტრები, საჯარო სამსახურის ბიურო; ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენეტები და აკადემიური პერსონალი.

იხ. ფოტოგალერეა


Print

« იხ. ყველა სიახლე