2019-05-20

იმიტირებულ სამართალწარმოება შრომის სამართალში


 
პროექტი მიზნად ისახავს, მისცეს შესაძლებლობა სტუდენტებს, გაიაზრონ შრომის სამართლის არსი და მნიშვნელობა, იფიქრონ ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის პოზიციიდან, გამოიყენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, გამოცადონ ის სირთულეები, რომლებსაც იურისტები აწყდებიან პროფესიულ პრაქტიკაში. გარდა ამისა, პროექტის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ობიექტური მსჯელობის, არგუმენტირებული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარების შეძენა-განვითარებასა და გუნდური მუშაობის პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობიერებას.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 22 მაისი, 23:59:59 საათი!

პროექტის დასკვნით ეტაპისათვის შერჩეულ სტუდენტებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები. პროექტის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა პროექტისთვის საგანგებოდ დამზადებული სიმბოლური პრიზი, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი საჩუქრები, ხოლო საუკეთესო მომხსენებელს - პლანშეტური კომპიუტერი.

Print

« იხ. ყველა სიახლე