2019-05-28
კონფერენცია დანაშაულის პრევენციის აქტუალურ საკითხებზე და წიგნის პრეზენტაცია
მიმდინარე წლის 1 ივნისს, 10 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის 107 აუდიტორიაში გაიმართება ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და თსუ-ის
იურიდული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობის
ფარგლებში და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული ნორვეგიელი პროფესორის ტორე ბიორგოს წიგნის - „დანაშაულის პრევენცია. ყოვლისმომცველი მიდგომა“ (რედაქტორები - მორის შალიკაშვილი, გიორგი გიორგაძე, თარგმანი ეკუთვნის უშანგი ბახტაძეს) პრეზენტაცია. ამასთან, ნორვეგიელი და ქართველი მომხსენებლების მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია დანაშაულის პრევენციის აქტუალურ საკითხებზე.
დასწრება თავისუფალია.
« იხ. ყველა სიახლე