2014-12-01
საჯარო ლექცია „სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები“
თსუ-სა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2014 წლის 02 დეკემბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე მართლმსაჯულების სახლში საქართველოს უზე ნაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები“.ლექციაზე დასწრების მიზნით ელექტრონული რეგისტრაციის გზით შერჩეულ იქნება პირველი 25 სტუდენტი. ელექტრონული რეგისტრაცია შეუძლია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს. ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდება 2014 წლის 01 დეკემბერს, ორშაბათს, 11:00 საათზე.
მართლმსაჯულების სახლისკენ სტუდენტების გამგზავრებას ორგანიზებას გაუწევს თსუ.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული!
« იხ. ყველა სიახლე