2017-05-22

იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია.


  ა/წლის 23 მაისს, სამშაბათს, თსუ პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში, 17:00 საათზე იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ჯგუფური დანაშაულის სადავო საკითხები“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სადავო საკითხები“.

  მომხსენებლები: პროფ. ნონა თოდუა, ასოც. პროფ. ირინე აქუბარდია და სამართლის დოქტორი, მოწვეული ლექტორი თამარ სადრაძე (ასოც. პროფ. სდასუ)
დასწრება თავისუფალია

Print

« იხ. ყველა სიახლე