2018-08-06

შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!


 იურიდიული ფაკულტეტი 2018  წლის  აგვისტოში აცხადებს   შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 06.04.2018 წლის N129/01-01 ბრძანების -  თანახმად:
1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 20 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით.

2.  შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2018 წლის 29 აგვისტოს.

3. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2018 წლის 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით.

4. საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2018 წლის 4 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

5. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2018 წლის 11 სექტემბერს.
 

მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა



  დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100%) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.


 შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტს თეონა გოგნაძეს T-598-32-62-92,  2–29–08–19
teona.gognadze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე