2013-12-12

„სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას


სტატიის ჩაბარების ბოლო ვადა – 31.01.2014

„სამხრეთ კავკასიის იურიდიული ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეხუთე გამოცემისთვის. ჟურნალის რედაქცია შედგება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის იურისტებისგან. სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელია ნორბერტ ბერნსდორფი, გერმანიის ფედერალური სოციალური სასამართლოს მოსამართლე. ჟურნალი არის რეგიონალური ხასიათის და უსასყიდლოდ გავრცელდება როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე დასავლეთ ევროპაში. აღნიშნული ჟურნალი გამოიცემა გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. 

ნომრის გამოცემის თემას წარმოადგენს:

„დემოკრატიული კანონმდებლობა“. 

ყველა წარმოდგენილი სტატია დაკავშირებული უნდა იყოს აღნიშნულ თემასთან. 

ჟურნალი მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: სტატიები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი, რეცენზია. ჟურნალი გამოიცემა რუსულ და ინგლისურ ენებზე. სტატიები შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს როგორც რუსულ და ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე. საავტორო ჰონორარი შეადგენს 10 ევროს ერთი გვერდისთვის (2000 ასო-ნიშანი).. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვრცლად
Print

« იხ. ყველა სიახლე