2015-05-06
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ქ-ნ ან ბრასორის საჯარო ლექცია!
2015 წლის 7 მაისს, 14:00 საათზე, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში - 107თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი,
ქ-ნ ან ბრასორი და 20 წუთიან შეხვედრას გამართავს თსუ-ს რექტორთან ბატონ ლადო პაპავასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ , 14:20 საათზე, საჯარო ლექციას წაიკითხავს (ინგლისურ ენაზე) თსუ-ს სტუდენტებისთვის, თემაზე:
“Democracy, Human Rights and the Rule of Law more important than ever”
"დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს".
(ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი, ).
საჯარო ლექციაზე რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს!
« იხ. ყველა სიახლე