2020-02-19

სტიპენდიები ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ეგიდით



საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2020-2021 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.  
 
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით. 1 თებერვლიდან - 1 აპრილის ჩათვლით. 

 
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე