2019-11-21
ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ
29 ნოემბერს 18:00 საათზე თსუ-ის მე-2 კორპუსის 135-ე აუდიტორიაში შედგება შეხვედრა სპიკერ ნოტარიუს მანანა გოგაშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებთან დეტალურად იქნება განხილული ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების წესი და პირობები: რა ეტაპებსა და პერიოდს მოიცავს პროგრამა და სწავლების სრული კურსი, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს დაინტერესებული პირი იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის პროფესიის დასაუფლებლად.
« იხ. ყველა სიახლე