2016-12-20

შეჯიბრი ბიზნეს სამართლის იმიტირებულ პროცესებში


  2016 წლის 17 და 18 დეკემბერს გაიმართა შეჯიბრი ბიზნეს სამართლის იმიტირებულ პროცესებში, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2012 წლიდან ხორციელდება. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის სკოლის სტუდენტები. წელს გამართულ შეჯიბრში ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდი “Devil’s Advocate” შეხვდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდს „ DLA - ს. გამარჯვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ხვდა წილად, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: მარიკა დუმბაძე, რევაზი დეკანოსიძე, ეთო რუხაძე და ქეთი ბენაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ულოცავს პირველი ადგილის მოპოვებას “Devil’s Advocate”-ის გუნდის წევრებს.

 შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიჩნეულია ერთერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში . შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობენ მოსამზადებელ პროცესში და საქმეების განხილვაში მსაჯების წინაშე . საქმე და მხარეები შერჩეულია წინასწარ და სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული დრო საბოლოო პროცესისთვის მოსამზადებლად . შეჯიბრი ჩვეულებრივ მოიცავს წერილობითი აპლიკაციების მომზადებას , როგორც პირველ საფეხურს და ზეპირ გამოსვლებს საბოლოო საფეხურის სახით . მსაჯები ძირითადად არიან სამართლის პროფესორები , ადვოკატები და ასევე სასამართლოს წევრებიც .

  შეჯიბრის დროს სტუდენტები ბევრ დროს უთმობენ სამართლებრივ - ანალიტიკურ კვლევასა და წერილობითი უნარ - ჩვევების გაუმჯობესებას . რეზიუმეში იმიტირებული პროცესის ხილვისას , დამსაქმებელმა იცის , რომ სტუდენტი სწავლობდა სამართლებრივი არგუმენტის ჩამოყალიბებასა და მის გადმოცემას ზეპირი და წერილობითი ფორმით .



Print

« იხ. ყველა სიახლე