2014-02-15

საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური სემინარი თბილისი-ბერლინი

ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის , პროგრამის - Netzwerk Ost-West - ფარგლებში 1996 წელს საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა გაცვლით იურიდიულ სემინარ კონფერენციას , რომლის ხანგრძლივობა ორ კვირას შეადგენს . სემინარის პირველი ნაწილი ტარდება თბილისსა და ბათუმში , მეორე ნაწილი კი ბერლინში . სამეცნიერო ხასიათის გარდა , სემინარი შეიცავს მრავალ კულტურულ და გასართობ ღონისძიებას .

პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ათი სტუდენტი თსუ - დან და ასევე ათი სტუდენტი   ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან . მონაწილეები სამეცნიერო ხელმძღვანელების დახმარებით გერმანულ ენაზე ამუშავებენ კონკრეტულ თემებს სამართლის სხვადასხვა სფეროდან , ახდენენ მათ პრეზენტაციას , რაზეც იმართება დისკუსიები , ხდება ქართული და გერმანული სამართლებრივი ინსტიტუტების ურთიერთშედარება .

სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები და ენიჭებათ კრედიტები . პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა შორის სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას .

ყოველი სემინარი აქტუალურ და პრობლემურ სამართლებრივ საკითხებს ეძღვნება . სასემინარო თემების შერჩევა ხდება პროგრამის გერმანელი და ქართველი სამეცნიერო ხელმძღვანელების მიერ .

2014 წლისთვის ზოგად სასემინარო   თემად განისაზღვრა  „Grundrechte‘‘ .

პროგრამაში მონაწილეობის ყველანაირი ( დაგეგმილ ღონისძიებათა , სასტუმროს , ტრანსპორტის , კვების და სხვა ) ხარჯი ფინანსდება პროგრამის მხარდამჭერი გერმანული ორგანიზაციების მიერ . ქართული მხარის მიერ პროგრამის სიმბოლურად ფინანსური მხარდაჭერისთვის კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილე სტუდენტები შენატანის სახით იხდიან მხოლოდ 60 ევროს , რომელიც მოხმარდება სემინარის ფარგლებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებას .

  კონკურსანტებს მოეთხოვებათ :

გერმანული ენის კარგი ცოდნა , როგორც მეტყველების ისე წერის მხრივ

კონსტიტუციური სამართლის საფუძვლიანი ცოდნა

კომუნიკაბელურობა და ნაშრომის პრეზენტაციის უნარი

კონკურსზე დაიშვებიან ივ . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო , სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები , ასევე დოქტორანტები .

ინფორმაცია საკონკურსო დოკუმენტებისა და კონკურსის ვადების შესახებ იხილეთ  

დანართში გერმანულ ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმეები   მისამართზე ostwestnetzwerk@gmail.com

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 26 თებერვალი 24:00 საათი .

 

გასაუბრება ჩატარდება   პირვე   მარტს 11 სთ-ზე , თსუ -   მე -2 კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში ( 135- აუდიტორია ).

 

კონტაქტი :

სალომე იოსელიანი–577288241

აკაკი ღურწკაია–593997694

ostwestnetzwerk@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე