2015-06-11

სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან!

2015 წლის 29 ივნისს, 16:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში (თბილისში), გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან.

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი იწყებს საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების საპარლამენტო კომიტეტებთან თემატური შეხვედრების დაგეგმვას და ორგანიზებას.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თითოეულ თემატურ შეხვედრაზე, ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობიდან, შინაარსიდან და თემიდან გამომდინარე, მოწვეული იქნება სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებში ჩართული 50-დან 60-მდე სტუდენტი. შეხვედრა შედგება ერთი ან ორი კომიტეტის თავჯდომარესთან და წევრებთან, რომლებიც სტუდენტებს ესაუბრებიან კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, კომიტეტის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე, კომიტეტის მიერ განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე.

თემატური შეხვედრა დაიყოფა ორ ნაწილად: სესიის პირველი ნაწილი დაეთმობა კომიტეტის თავჯდომარის და/ან წევრ(ებ)ის გამოსვლებს და/ან პრეზენტაციებს, მაქსიმუმ 15 წუთი, მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. სულ შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 90 წუთი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებისათვის ჩატარდება საექსკურსიო ტური, გიდის თანხლებით, რომლის დროსაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ პარლამენტის სტრუქტურას, კანონშემოქმედებით საქმიანობას და, ზოგადად, საკანონმდებლო პროცესს. ტურის ხანგრძლივობა - 60 წუთი.

რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს!

Print

« იხ. ყველა სიახლე