იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს! განმარტებები აკადემიური რეგისტრაციების პროცესთან დაკავშირებით
ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაზაფხულის სემესტრის ცხრილი საიტზე დაიდება 23 თებერვალს 17:00 საათზე.
აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 27 თებერვალს 17:00 საათზე. ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად .
სავალდებულო და არჩევით საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება ანბანური თანმიმდევრობით შემდეგი განრიგით :
27 თებერვალს
- 18:00
საათიდან
- 1
9:00
საათამდე
;
28
თებერვალს
- 15:00
საათიდან
15:30
საათამდე
;
28
თებერვალს
- 18:00
საათიდან
18:30
საათამდე
;
1
მარტს
- 18:00
საათიდან
18:30
საათამდე
.
სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს იურიდიული ფაკულტეტის საგნები გაეხსნებათ 28 თებერვალს 18:00 საათზე.
გახსოვდეთ , რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „ primo in tempore, potior in iure“ ( დროში პირველი , უფლებაში უპირატესი ). სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად . არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე .
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე , გთხოვთ , მოგვწეროთ sms.tsu.ge- დან . ამისათვის გრაფაში ,, წერილის სახე “ მიუთითეთ ,, აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები “ და გრაფაში ,, აირჩიეთ საგანი “ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა . აუცილებელია , რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური სახით , არამედ მონიშნული იყოს გრაფაში ,, აირჩიეთ საგანი “, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება . ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას .
ამასთან ერთად, გთხოვთ , გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის ( ტელეფონის ნომრის ) სისწორე , რათა შეძლოთ იურიდიული ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება .
სტუდენტებს , რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით , შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე sms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 1-4 მარტის ჩათვლით . გთხოვთ , თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი . თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 7 მარტისა.
დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ sms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 5 მარტამდე.
მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
საორიენტაციო შეხვედრა მობილობით გადმოსულ სტუდენტებთან შედგება 26 თებერვალს 12:00 საათზე 212- ე აუდიტორიაში (ფიზიკის დიდი აუდიტორია).
მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ !
მაგისტრატურის ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 26 თებერვალს 17:00 საათზე. აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 1 მარტს 17:00 საათზე.
კლინიკების შესახებ ინფორმაცია ს მოგაწვდით მოგვიანებით .
გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას !
« იხ. ყველა სიახლე