2016-02-15

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-7 ფორუმი თემაზე: მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის პრობლემები და გამოწვევები საქართველოში

2016 წლის 18 თებერვალს, 16:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსი, 006 აუდიტორია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი ჩაატარებს რიგით მე-7 ფორუმს თემაზე:

მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის პრობლემები და

 გამოწვევები საქართველოში

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტის გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების მოხელეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ საქმიანობაში შეხება აქვთ მოცემულ საკითხებთან.

ფორუმში ასევე მიიღებს მონაწილეობას გერმანელი ექსპერტი, გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ულრიხ შტელკენსი, რომელიც წარმოადგენს გერმანიასა და ევროგაერთიანების ფარგლებში არსებულ რეგულაციებს მოცემულ სფეროში.

Print

« იხ. ყველა სიახლე