ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი
შეჯიბრის ფარგლებში სტუდენტებს მოუწევთ 3 საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს - იმიტაცია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი განხორციელდება ქალაქგარეთ, რომლის ფარგლებშიც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომის იმიტაცია გაიმართება.
შეჯიბრის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო სასამართლოების საქმიანობისა შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
პროექტის ვადები:
№ |
აქტივობა |
თარიღი |
1 |
მონაწილეთა რეგისტრაცია |
2018 წლის 5 -1 5 ივნისი |
2 |
ტესტირება |
2018 წლის 1 8 ივნისი |
3 |
ტესტირების შედეგებისა და წერილობითიდავალების გამოქვეყნება |
2018 წლის 1 9 ივნისი |
4 |
წერილობითი პოზიციის მომზადება |
2018 წლის 1 9 ივნისი -7 ივლისი (23:59 სთ ) |
5 |
საუკეთესო გუნდების გამოვლენა |
2018 წლის 13 ივლისი |
6 |
ნახევარფინალი |
2018 წლის 21 ივლისი |
7 |
ფინალი |
2018 წლის 22 ივლისი |
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურისსტუდენტებს. ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს ერთზე მეტმა გუნდმა. თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტისსტუდენტები. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვთ გასული წლის ნახევარფინალისა და ფინალისტ გუნდებს.
შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან.
შედეგები, რომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:
პროექტში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს სტრასბურგში, ელსა საერთაშორისოს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ ეტაპზე, სადაც შინაარსობრივ საკითხებზე მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში „ELSA საქართველო“ უზრუნველყოფს მონაწილეობის საფასურის დაფარვას.
პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორგანიზატორების მიერ.
სარეგისტრაციო ბმული
« იხ. ყველა სიახლე