2013-11-26

სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები 2013/2014 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

 

 

 

სალერნოს  უნივერსიტეტის  (იტალია) საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები  201 3  /201 4  აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

 

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის II და III სასწავლო წლის და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში ( www.unisa.it)  ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად.

     

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის  ცოდნა.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

v   ბიოგრაფია/CV (ქართულ და იტალიურ ენებზე)

v   მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 3 ეგზემპლარად )

v   აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი    ხელმოწერით დამოწმებული)

v   რეკომენდაცია  ( ქართულ ენაზე)

v   ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ

v   პასპორტის ასლი



მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:

 

v   უფასო სწავლა

v   ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში

v   სტიპენდია

 

                                                                                      

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 201 3 წლის 1 2 დეკემბერი 12 საათი

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტ ში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204 , ტელ: 2 25 02 12).

 

 

 

შენიშვნა:                      დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე