2015-04-07

საჯარო ლექცია თემაზე: „ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ტერორიზმი ევროპაში: 22 ივლისის საქმე. თავდასხმა ნორვეგიაში!

2015 წლის 15 აპრილს , 13:00 საათზე, თსუ II კორპუსი, #331 აუდიტორია (გაერო), საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრების ვიზიტის ფარგლებშიიგეგმება საჯარო ლექციის გამართვა ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ თანამედროვე საკითხებზე.

ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ბატონი ოგე ბორჩგრევინკი, რომელიც გამართავს საჯარო ლექციას თემაზე :

 ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ტერორიზმი ევროპაში: 22  ივლისის  საქმე. თავდასხმა ნორვეგიაში (Aage Borchgrevink - “Extremism, Radicalization and Terrorism in Europe; the Case of the 22. July 2011 attacks in Norway ) “.

საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა 2013 წელს და მისი მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მათ შორის, ერთ- ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერების მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საჯარო ლექციების გამართვა.

საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან:

- ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ბატონი ოგე ბორჩგრევინკი;

- კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი ბატონი იორგენ იოჰანსენი;

- გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სოლიდარობის საკითხებში ქალბატონი ვირჯინია დანდანი;

- გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებათა საკითხებში ბატონი მაინა კიაი.

საჯარო ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე .

გთხოვთ გვეწვიოთ!

Print

« იხ. ყველა სიახლე