2018-11-12
სტუდენტთა საყურადღებოდ!
საქართველოში სტუმრად იმყოფებიან ლოიოლა უნივერსიტეტი - ჩიკაგოს წარმომადგენლები, ინსა ბლანკე და თამარ კემულარია. ისინი შეხვედრას გამართავენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან 16 ნოემბერს, 15.30 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, #06 აუდიტორიაში.
შეხვედრის დროს სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებათ ლოიოლა უნივერსიტეტისა და იქ არსებული სამაგისტრო პროგრამის შესახებ. ასევე, განიხილება აშშ-ს ამ წამყვან უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების პერსპექტივები.
« იხ. ყველა სიახლე