2014-06-26
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ფორუმი "საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში"
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ფორუმი:
"სახელმწიფო მმართველობის რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები".
ფორუმის ფარგლებში პერიოდულად გაიმართება საჯარო დისკუსია
სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე.
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ პირველ ფორუმზე, რომელიც შეეხება
საჯარო სამსახურის რეფორმას საქართველოში.
ფორუმის სტუმარი იქნება საჯარო მსასახურის ბიუროს უფროსი,
ქალბატონი ეკატერინე ქარდავა.
ფორუმი გაიმართება 2014 წლის 30 ივნისს, 16:00 საათზე.
მისამართი: თსუ II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა,
ი. ჭავჭავაძის გამზირი 3, თბილისი.
« იხ. ყველა სიახლე