2015-12-08

საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა სტაჟირება

კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ჩვენი მიზანია მოვიძიოთ მიზანდასახული, მაღალი პასუხისმგებლობისა და მოტივაციის მქონე კვალიფიციური კადრები.

კონკურსი 3 ეტაპისაგან შედგება, კერძოდ: პროფესიული ტესტირება, ტესტირება ზოგად უნარებში და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან. ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატები გაივლიან სპეციალურ სასწავლო მომზადებას და საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდებიან. სტაჟირების პერიოდი ერთი წლის განმავლობაში გრძელდება და ანაზღაურებადია. ანაზღაურება თვეში 480 ლარს შეადგენს.

 

სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში მუშაობის დაწყების ერთერთი საუკეთესო გზაა, რადგან აქ ღია კონკურენციით შეირჩევიან საუკეთესო კადრები. სამომავლოდ კი, ყველა თანამშრომელს აქვს სისტემაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ამას ისიც ადასტურებს, რომ მოქმედი მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტების, სამმართველოებისა და სხვა მიმართულებების არაერთი მენეჯერი სისტემაში სწორედ სტაჟირების გზით მოვიდნენ.

 

სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტში.

 

ინფორმაცია გეგზავნებათ საქართველოს პროკურატურასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. გთხოვთ, უზრუნველყოთ მისი მიწოდება თქვენი უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული განათლების მქონე კურსდამთავრებულებისათვის.

 

მსურველებმა კონკურსზე რეგისტრაცია, მიმდინარე წლის 13 დეკემბრის ჩათვლით,  საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის გამოყენებით  ( www.pog.gov.ge)  უნდა გაიარონ.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის კონკურსანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში  სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს  ტელეფონის შემდეგ ნომრებზე:

240 52 40

240 52 07

595 07 53 17

Print

« იხ. ყველა სიახლე