2014-03-28

მიიღეთ მონაწილეობა ახალ სატელევიზიო პროექტში - ,,უნივერსიტეტი”

მიიღეთ მონაწილეობა ახალ სატელევიზიო პროექტში _ ,, უნივერსიტეტი ”, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გავა ყოველ შაბათს 5 საათზე

              

თსუ - ის გაზეთ ,, თბილისის უნივერსიტეტის რედაქციასთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფი იწყებს ახალ სატელევიზიო გადაცემაზე _ ,, უნივერსიტეტი მუშაობას , რომელიც , თსუ - ის რექტორს ვლადიმერ პაპავასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად , გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში ყოველ შაბათს 5 საათზე 12 აპრილიდან .

პროექტის მიზანია : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მოვლენების გაშუქება ; წარმატებულ მეცნიერთა , მკვლევართა და დოქტორანტთა საქმიანობის წარმოჩენა ; საიუბილეო ღონისძიებების გაშუქება ; საინტერესო სამეცნიერო გამოკვლევებისა და აღმოჩენების პოპულარიზაცია ; საზოგადოებისთვის მტკივნეულ პრობლემებზე ( სოციალური - ეკონომიკური - პოლიტიკური - კულტურული ) კვალიფიციურ პროფესორ - ექსპერტთა და სტუდენტთა მოსაზრებების წარმოჩენა უნივერსიტეტის სახელით ; სტუდენტური ცხოვრების _ მიღწევების , ინიციატივების , სტუდენტური პროექტების , სტუდენტთა განსაკუთრებული უნარ - ჩვევების წარმოჩენა - გაშუქება ; უნივერსიტეტის დამაარსებელთა , სამეცნიერო სკოლების ფუძემდებელთა , ღვაწლმოსულ პროფესორთა ახალი კუთხით წარმოჩენა , მათი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა ; საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების გაშუქება

ცნობისთვის : გადაცემა მოიცავს შემდეგ რუბრიკებს :

•             რუბრიკით ,, უნივერსიტეტის ქრონიკა ” ( საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლეებზე მომზადდება 2-3 საინფორმაციო ხასიათის სიუჟეტი ) საზოგადოება გაეცნობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ( ბრიფინგები , ოფიციალური შეხვედრები , სხდომები , საჯარო ლექციები , კონკურსები , კონფერენციები , სემინარები , იუბილეები , სტუდენტური აქტივობები , ღონისძიებები და . ).

•             გადაცემის მთავარ თემად შეირჩევა კვირის მანძილზე აქტუალური თემა ან უნივერსიტეტის მასშტაბით , ან განათლებისა და მეცნიერების სფეროში ან ქვეყნის მასშტაბით საჭირბოროტო საკითხზე , რომელზეც საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების წარმოჩენაა საინტერესო .

•             რუბრიკით ,, სტუდ - ეტიკი საზოგადოება გაეცნობა სტუდენტურ აქტივობებსა და სტუდენტურ ცხოვრებას ;

•             რუბრიკით ,, ინტელექტუალთა ბანკი საზოგადოება გაეცნობა მეცნიერ - მკვლევართა მოღვაწეობის შედეგებს , რაც გულისხმობს მეცნიერთა წარმოჩენასა და სამეცნიერო კვლევების , ნაშრომებისა და აღმოჩენების პოპულარიზაციას , მათი პრაქტიკაში დანერგვისა და გამოყენების პერსპექტივების გაცნობას .

•             რუბრიკით ,, თსუ - მეტრი საზოგადოება გაეცნობა უნივერსიტეტის დამაარსებლების , სამეცნიერო სკოლების ფუძემდებლების , ღვაწლმოსილი მეცნიერებისა და თსუ - ის კურსდამთავრებულების ღვაწლსა და მიღწევებს ( მოღვაწეობა , პიროვნული შტრიხები , შეფასებები , მოგონებები და . .)

 

   პროფესორ - მასწავლებლებისა და სტუდენტების პროექტში მონაწილეობის მიზნით 12 აპრილიდან ამოქმედდება გადაცემა ,, უნივერსიტეტის გვერდი სოციალურ ქსელში _ ,, ფეისბუქი ”, სადაც საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა წევრს შეეძლება საკუთარი მოსაზრებებისა და წინადადებების მიწოდება გადაცემასთან დაკავშირებით .

შემოქმედებითი ჯგუფი , ასევე , აწარმოებს საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პროფესორ - მასწავლებელთა შესახებ მინი - ფილმების გადაღებას , რომელთა გაშვებაც ფაკულტეტის პროფესორთა საიუბილეო ან საიმიჯო ღონისძიებებზე იქნება შესაძლებელი გარდა იმისა , რომ ეს ფილმები გავა მეორე არხის ეთერში გადაცემის ეგიდით .

ინფორმაცია და წინადადებები შეგიძლიათ მიაწოდოთ მიმისამართზე  nino.kakulia@tsu.ge    ან დარეკოთ ტელეფონზე : 5 77 52 77 73 ( ნინო კაკულია ). 

Print

« იხ. ყველა სიახლე