2018-12-10

დასაქმების ფორუმი თსუ-ში

12 დეკემბერს, ოთხშაბათს, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში ტარდება დასაქმების ფორუმი. ღონისძიება გაგრძელდება 10:00-დან 16:00 საათამდე. ვიწვევთ ყველა ფაკულტეტის და სასწავლო საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და კურსდამთავრებულებს. 
40-ზე მეტი დამსაქმებელი, მათ შორის კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელი კომპანიები და ორგანიზაციები, გააცნობენ სტუდენტებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებს.

ღონისძიებაზე ვიწვევთ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის, ყველა სასწავლო საფეხურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.  

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ფეისბუქის გვერდს  სადაც განთავსებულია მონაწილე დამსაქმებელთა სრული ჩამონათვალი და სხვა პრაქტიკული ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით. 
Print

« იხ. ყველა სიახლე