2017-02-08
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-11 ფორუმი
მოგესალმებით და გაცნობებთ,
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-11 ფორუმი ჩატარდება
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-11 ფორუმი ჩატარდება
2017 წლის 10 თებერვალს თსუ-ს პირველ კორპუსში, აუდ. 006, 15:30 საათზე
თემაზე:
დისკრეციული უფლებამოსილება ქართული საჯარო მმართველობის კულტურის ჭრილში
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ულრიხ შტელკენსი, რომელიც მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გერმანული და ევროპული სამართლის მაგალითზე“.
დანართის სახით იხილეთ ფორუმის დღის წესრიგი.
« იხ. ყველა სიახლე