2013-11-04

საჯარო ლექცია თემაზე: "სანოტარო მედიაცია"


   ს.ს.ი.პ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა“ და ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, პერიოდულად ხორციელდება სტუდენტებთან შეხვედრები და ნოტარიატის სისტემაში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა. აღნიშნული  თანამშრომლობის ფარგლებში,  2013 წლის 9 ნოემბერს 11:00 საათზე ნოტარიუსთა პალატის შენობაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სანოტარო მედიაცია“.

აღნიშნულ ლექციაზე  დასწრების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტტა მომსახურების ცენტრში (ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე აკადემიურ კორპუსი, 126–ე ოთახი). რეგისტრაცია მიმდინარეობს 1–5 ნოემბერს (შაბათ–კვირის გარდა)  დილის 09:00–18:00 საათამდე.

რეგისტრაციის გავლა ასევე შესაძლებელია შემდეგ ელ–ფოსტაზე  siradzeana@ymail.com     სარეგისტრაციო წერილის გამოგზავნით. სარეგისტრაციო წერილში მითითებული უნდა იყოს სტუდენტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

დამატებითი  ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტს  ანა სირაძეს.

ტელ: 597 48 48 56

Print

« იხ. ყველა სიახლე