ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
სს ჰოლდინგი „მარგებელი“, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოში არსებული წამყვანი საწარმოები: სს „წყალი მარგებელი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“, შპს „ფერმა მარგებელი“ და სხვა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას. სტაჟირების დასრულების შემდეგ, შედეგების მიხედვით, განიხილება შერჩეული კანდიდატების დასაქმების საკითხი. სტაჟირების გავლა მოხდება ქ. თბილისში, კომპანიის სათავო ოფისში. სტაჟირების პერიოდში კანდიდატებს მიეცემათ ანაზღაურება, კორპორატიული ტელეფონის ნომერი, შესაძლებელია ასევე მიეცეთ სამედიცინო დაზღვევაც.
კომპანიის ინტერესის წარმოადგენს, მოძიებულ იქნენ კანდიდატები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნეს-სამართლის სფეროთი და სურვილი აქვთ, მომავალში გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.
მოთხოვნები რომლებისაც უნდა აკმაყოფილებდნენ კანდიდატები:
- იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი (ან ახლად კურსდამთავრებული);
- კანდიდატის ასაკი - არაუმეტეს 25 წელი;
- კანდიდატები თავისუფლად უნდა ფლობდნენ მინიმუმ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს. ასევე, მათ უნდა შეეძლოთ ამ ენებზე გამართულის აუბარი, დოკუმენტების შედგენა და სრულყოფილი კომუნიკაციის წარმართვა;
- კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA) და სასურველია, მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში/ტრენინგებში და სხვა;
კანდიდატების შერჩევა მოხდება რამოდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე განიხილება და შეირჩევა წარმოდგენილი რეზიუმეები (CV). შემდეგ მოხდება შერჩეული კანდიდატების გამოძახება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. შესაძლებელია, კანდიდატებს დამატებით მოეთხოვოთ უცხო ენებზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება.
მსურველებს გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით ქართულ ან უცხო ენებზე გამოგზავნოთ პირადი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: law@healthywater.ge
რეზიუმეების (CV) გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.
« იხ. ყველა სიახლე