2014-07-18

დასაქმება სსიპ - სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი)

მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმით გათვალისწინებულია საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში წარჩინებული სტუდენტების დასაქმება.

დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ (1) მოკლე ავტობიოგრაფია , (2) პირადობის მოწმობის ასლი და (3) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ მეორე აკადემიური კორპუსი, ოთახი N117) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე law@tsu.ge (თემის ველში უნდა მიუთითოთ: დასაქმება - საქსტატი).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 23 ივლისი.

სტუდენტთა შერჩევა მოხდება მაღალი აკადემიური მოსწრების (GPA) მიხედვით.

Print

« იხ. ყველა სიახლე