2014-10-16

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერისტეტის კიდევ ერთი წარმატება

  2014 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართა საერთაშორისო სამართლის კონკურსი სახელწოდებით ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის”. აღნიშნული შეჯიბრი  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება 2005 წლიდან, მისი მასპინძელია საერთაშორისო უნივერსიტეტი ,,მიტსო“. 2014 წლის რიგით მე-9 კონკურსში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 17 ქვეყანა და 22 უნივერსიტეტი. შეჯიბრის მსაჯები იყვნენ წითელი ჯვრის წარმომადგენლები და საერთაშორისო სამართლის პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

  საქართველოს სახელით შეჯიბრში მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი - ონისიმე ცხომელიძის, მაკო მაისურაძისა და ქეთევან შუშანაშვილის შემადგენლობით. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდების სამეფო), ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი). ფინალისტების გარდა ასევე დაჯილდოვდა სპეციალურ ნომინაციაში გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2014 წელს გახდა საქართველო. ნომინაცია დაწესებული იყო  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცოდნის მხრივ შეჯიბრზე გამოვლენილი აშკარა პროგრესის გამო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზითა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლიტერატურით. დაჯილდოების ცერემონიის დროს მსაჯების მხრიდან ასევე აღინიშნა ბოლო წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილე გუნდების მიერ გამოვლენილი საერთაშორისო სამართლის ცოდნის მაღალი დონე. 

ფოტო



Print

« იხ. ყველა სიახლე