2016-02-29

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სემინარების განრიგი


იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სემინარების განრიგი იურიდიული ფაკულტეტის  ვებ. გვერდზე განთავსდა დღეს, 29 თებერვლის  17:00 საათზე.  1 მარტის 18 საათიდან  ბაზები გაითიშება სასემინარო ჯგუფების დასარედაქტირებლად.
სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და  სემინარების არჩევა  შესაძლებელი იქნება  2 მარტს 17:00 საათიდან.
ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად.
იურიდიულმა ფაკულტეტმა განათავსა ვებ. გვერდზე უცხო ენათა ცენტრის მიერ მოწოდებული უცხო ენათა ცხრილი. 2 მარტის 17 საათზე სემინარებთან ერთად გააქტიურდება ასევე უცხო ენები და შეძლებთ რეგისტრაციას. ამ სემესტრში შეთავაზებულია მხოლოდ ინგლისური 2 და ინგლისური 4. თუკი გსურთ რეგისტრაცია ინგლისური ენა  3-ზე, გთხოვთ მოგვმართოთ  სმს.თსუ-დან.  საკმარისი სტუდენტის რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლოა ფაკულტეტმა იშუამდგომლოს ენების ცენტრთან და შეთავაზებული იყოს ინგლისური ენა 3.
 
ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს  სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის  სხვა სავალდებულო საგნებთან ან სემინარებთან. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ, მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 120 (სავალდებულო/არჩევითი) დისციპლინა და დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე.
 
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით).
თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში. ამასთან ერთად, თუკი სტუდენტი ასეთი დამთხვევის მიზეზით მიმართავს პროფესორს, ხოლო შემდეგ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა სტუდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას (დამთხვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ სტუდენტმა მიმართა პროფესორს ამ თხოვნით) აღნიშნული განიხილება სტუდენტის მხრიდან  არაეთიკურ საქციელად და შესაძლებელია გახდეს ფაკულტეტის საბჭოს მსჯელობის საგანი.
 
სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ sms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 5 მარტის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გაიარა კონსლტაციები მიმართულებებთან და დღეს,  29 თებერვალს 18 საათზე კიდევ დაემატება ადგილები ზოგიერთ მოთხოვნად დისციპლინას  და შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განხორციელება.
 
გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე