2018-09-25
სამოქალაქო სამართლის მე-4 ქართულ-გერმანული კონფერენცია
სამოქალაქო სამართლის მე-4 ქართულ-გერმანული კონფერენცია ეძღვნება ქართული სანივთო სამართლის აქტუალურ საკითხებს და განვითარების პერსპექტივას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორი დოქ. საპატიო დოქ. ტიციანა ქიუზი და ზაარლანდის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები, ასევე საქართველოს უზენაესი სასამარლოს მოსამართლეები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი პროფ. დოქ. მრავალგზის საპატიო დოქ. ჰანს პრუტინგი.
27 სექტემბერს შედგება პროფ. დოქ. საპატიო დოქტორ ჰანს პრუტინგისათვის და პროფ. დოქ. ტიციანა ქიუზისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია.
« იხ. ყველა სიახლე