2015-04-02

ბიბლიოთეკის მენეჯერის კონკურსი


  სტუდენტური დასაქმების ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მენეჯერის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად იურიდიული ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე და ავტობიოგრაფია (CV). საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში ა.წ. 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან დამამთვრებელი სემესტრის სტუდენტები. გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 3 აპრილს 17.00 საათიდან სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში. 

იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე