სტუდენტური კონცერტი 2015
25 სექტემბერს,
20.00 საათზე ვერის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება სტუდენტური კონცერტი 2015. ღონისძიებას
დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მთავრობის
სხვა წევრები.
კონცერტის მსვლელობისას განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო პარტნიორ კომპანიებთან ერთად სხვადასხვა პრიზით დააჯილდოებს 2015 წლის ერთიანი
ეროვნული გამოცდების ქულების შედეგად უნივერსიტეტებში ჩარიცხულ წარმატებულ სტუდენტებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას
მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და სან დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტები.
სტუდენტურ კონცერტში
მონაწილეობენ: ჯგუფი „ურსა“, „თსუ გორდელა“, მარიამ ჩაჩხიანი, ნინი გველესიანი, მიშო
ელიავა, სოფო საჟინიანი, გიგა მელქაძე, ლიკა ლემონჯარია, ნინუცა გაბისონია და თსსუ-ს
ხალხური საკრავების ბენდი.
ღონისძიების ორგანიზატორია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
« იხ. ყველა სიახლე