2019-05-27
დისკუსია მსჯავრდებულის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თემაზე
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს, 15:00 საათზე, კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია
მსჯავრდებულის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თემაზე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი
ინგა სარჯველაძე.
მისამართი: თსუ, 1-ლი აკადემიური კორპუსის 06 აუდიტორია.
დასწრება თავისუფალია.
« იხ. ყველა სიახლე