2016-03-09
საჯარო ლექცია, თემაზე: „პოლიციის სისტემები და მიგრაციული კრიზისი ევროპაში“
2016 წლის 21 მარტს, 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართება საჯარო ლექცია, თემაზე: „პოლიციის სისტემები და მიგრაციული კრიზისი ევროპაში“, ლექციას უძღვებიან მიუნსტერის გერმანული პოლიციის კოლეჯის პროფესორი ხოაკიმ კერსტენი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი მორის პანჩი.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4.
საჯარო ლექციაზე დასწრებას შეძლებს, პირველი 40 სტუდენტი, რომელიც შეავსებს სარეგისტრაციო ფორმას!
« იხ. ყველა სიახლე