2016-04-19
საინფორმაციო შეხვედრა სასტიპენდიო პროგრამა Copernicus Stipendium e.V.-თან დაკავშირებით!
2016 წლის 21 აპრილს, 16:00 საათზე თსუ II კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135) თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და კოპერნიკის სასტიპენდიო ფონდის (Copernicus e.V. Hamburg) წარმომადგენელი, ქალბატონი ნანა დოღონაძე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას გერმანულენოვან სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით.ქალბატონი ნანა დოღონაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია (სამართლის მაგისტრი, 2013 წელი). საქართველოში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მან მიიღო მაგისტრის ხარისხი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში 2014 წელს, ხოლო ამჟამად დოქტორანტია ამავე უნივერსიტეტში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
კოპერნიკის სასტი პენდიო პროგრამა მოიცავს 6 თვეს. პირველი 4 თვის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ ჰამბურგის ან ბერლინის უნივერსიტეტში და სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, მომდევნო ორი თვე პრაქტიკის ფარგლებში დასაქმებული არიან მათთვის სასურველ ორგანიზაციაში.
სტიპენდიის მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის გერმანულენოვან სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს სულ მცირე ერთი სემესტრი. მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ სტუდენტები გერმანიაში ყოფნის განმავლობაში ფლობდნენ სტუდენტის სტატუსს მშობლიურ უნივერსიტეტში.
სტიპენდიები გაიცემა როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრისათვის. შემოდგომის სემესტრისათვის (პროგრამის დასაწყისი - 1 ოქტომბერი) განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 1 მარტი, ხოლო გაზაფხულის სემესტრისათვის (პროგრამის დასაწყისი - 1 აპრილი) – 1 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ოფიციალურ ვებგვერდებზე:
► http://
► https://www.facebook.com/
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
« იხ. ყველა სიახლე