2018-10-29

საერთაშორისო კონფერენცია


  2018 წლის 1 – 2 ნოემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიული ფაკულტეტი გერმანიის მაქს პლანკის სახელობის  საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე : „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი“

  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ იურისტები გერმანიიდან, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიცაა  იურგენ ბაზედოვი, როლფ კნიპერი, აჰიმ შრამი, ბესარიონ ზოიძე, თევდორე ნინიძე და სხვები.
კონფერენცია ჩატარდება თსუ-ის პირველი კორპუსის 107 (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) დარბაზში, დასაწყისი 1 ნოემბერს 9:30.




Print

« იხ. ყველა სიახლე