2015-11-03
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუდენტთა საყურადღებოდ!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლა
აცხადებს სტუდენტურ კონკურსს თემაზე:
"საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული და თანამედროვე გამოწვევები."
კონკურსში
მონაწილეობის
მიღების
უფლება აქვთ საქართველოს აკრედიტირებული
უმაღლესი
სასწავლებლების
სამართლის ფაკულტეტის/სკოლის სტუდენტებს.
საკონკურსო თემის წარდგენის ბოლო ვადაა
5 დეკემბერი.
საკონკურსო
ნაშრომებიდან 10 საუკეთესო თემის პრეზენტაცია გაიმართება 18 დეკემბერს 11 საათზე შსს აკადემიაში (თბილისი, გმირ კურსანტთა ქ.1).
კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოვლენილი 1 საუკეთესო ნაშრომის ავტორი
დაჯილდოვდება
ნოუთბუქით,
მე-2
და მე-3 ადგილის მფლობელები
დ ა ჯ ი ლ დ ო ვ დ ე ბ ი ა ნ
პ ლ ა ნ შ ე ტ ე ბ ი თ ,
მ ე - 4 დ ა მ ე - 5 ა დ გ ი ლ ზ ე გ ა ს უ ლ ი
კონკურსანტი მიიღებს იურიდიული ლიტერატურის ნაკრებს.
კონკურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილე ყველა კონკურსანტზე გაიცემა სერტიფიკატი.
საკონკურსო ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით
მისამართზე:
policeacademy@mia.gov.ge
გამომგზავნის ელ.ფოსტაზე.
ნაშრომის მიღება დაგიდასტურდებათ
მსურველმა უნდა შეავსოს კონკუსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის ფორმულარი(იხილეთ დანართი ელექტრონულ მისამართზე
www.policeacademy.ge) და დაურთოს ნაშრომს ელექტრონული ფორმით. საკონკურსო ნაშრომის მოთხოვნებია:
1. სტატია უნდა შედგებოდეს: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილისაგან.
2. სტატია უნდა იყოს აკრეფილი შრიფტით
Sylfaen. სტატიის ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა-12.
სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10. ხაზებს შორის დაშორება -1.5.
3. გვერდების რაოდენობა 10-15.
4. სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს.
5. წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად:
ა) წიგნი: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი,
გამოცემის
წელი, მითითებული გვერდი
ბ) საჟურნალო სტატია: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის დასახელება იტალიკით,
ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი.
წიგნზე, ნაშრომზე, ჟურნალსა და სტატიაზე მითითება ხდება დედანის ენაზე. უცხოენოვანი წყაროს დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 2414041
« იხ. ყველა სიახლე