2016-02-23

კლინიკები მაგისტრანტებისათვის

  იწყება 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკის გავლის მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება.
შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

I მოდულის კლინიკები
•    პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი);
•    იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი, სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•    მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი, კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი).

II მოდულის კლინიკები:
•    სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი);
•    საადვოკატო და საარბიტრაჟო კლინიკა (10 კრედიტი);
•    მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული მედიაციის კლინიკა (10 კრედიტი);
•    პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, კლინიკის გავლის წინაპირობაა 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
•    აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი);
•    იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, კლინიკის გავლის წინაპირობაა 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
•    პოლიციის აკადემიის კლინიკა (10 კრედიტი);
•    დანაშაულის პრევენციის ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი);
•    იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
•    „მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
•    სამართლებრივი დახმარების ცენტრი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კლინიკა (10 კრედიტი);
•    სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო სასამართლოში (10 კრედიტი);
•    ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკა (10 კრედიტი);
•    იურიდიული ფირმა „კუპრაშვილი და პარტნიორების“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
•    შპს „როდლი და პარტნიორების“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
•    სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი);
•    სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა ვალდებულებით სამართალში (10 კრედიტი);
•    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი).

დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე  ana.kharaishvili@tsu.ge
კლინიკებზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 თებერვალი.
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15

Print

« იხ. ყველა სიახლე