2014-01-15

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა სადოქტორო დისერტაცია წარმატებით დაიცვა


 
  2014 წლის 8 იანვარს, ქრისტიან ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტში (გერმანია) ევროპისა და საერთაშორისო კერძო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის სამართლის პროფესორისა და დოქტორის, ბატონი ჰაიმო შაკის სამეცნიერო ხელმძღვანელობის ქვეშ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა  გიორგი სვანაძემ, რიგოროზუმის ფორმატში ჩატარებული ზეპირი გამოცდისას წარმატებით დაიცვა გერმანულ ენაზე შესრულებული სადოქტორო/სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: "უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობის სამართლებრივი საფუძვლები გერმანულ და ქართულ სამართალში - შედარებით-სამართლებრივი ანალიზი."

  სადოქტორო/სადისერტაციო ნაშრომს საგამოცდო კომისიამ საერთო ჯამში შეფასება magna cum laude მიანიჭა. ნაშრომის გერმანიაში გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი სვანაძე გეგმავს მის ქართულ ენაზე საქართველოში გამოქვეყნებასაც.


Print

« იხ. ყველა სიახლე