ახალგაზრდული იდეების კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“
საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 26 წლამდე სტუდენტს.
საქართველოს პარლამენტის მიერ ღია პარლამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2018 წლის 26 თებერვალს, 12:00 ს ა ათზე, ფაბრიკას (ეგნატე ნინოშვილის ქ. # 8, თბილისი) საკონფერენციო დარბაზში კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.
საკონკურსო იდეის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 23 მარტი, 2018 წ.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
« იხ. ყველა სიახლე