2015-09-29

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!


იურიდიული ფაკულტეტი ამუშავებს კლინიკებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას. მაგისტრატურის 20 კრედიტიან კლინიკაში რეგისტრაცია დღეს დღის ბოლომდე აისახება თქვენს ბაზაში. საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება 30 სექტემბრის 17 საათზე. მათ, ვინც ელოდება 10 კრედიტიან კლინიკებზე გასაუბრეის შედეგებს, გთხოვთ ნუ დარეგისტრირდებით დისციპლინებზე. თქვენს მიერ არჩეულ კლინიკებში გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კლინიკის კომპონენტი გასაუბრების შემდეგ აისახება თქვენს ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკაზე გასაუბრება წარუმატებელი აღმოჩნდა და თქვენ ვერც ერთ თქვენს მიერ შერჩეულ კლინიკაში ვერ დარეგისტრირდით, იურიდიული ფაკულტეტი დაგარეგისტრირებთ თქვენ თქვენთვის სასურველ დისციპლინებზე.
ახალი ბაზის გაშვების გამო რეგისტრაციის პროცესში ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზებს. იურიდიული ფაკულტეტი ბოდიშს გიხდით ამ ხარვეზებისათვის, თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტიპის საკითხები სცდება ფაკულტეტის კონტროლის სფეროს. ამასთან, გაცნობებთ, რომ ბაზა იქნება ღია მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე, ამდენად რეგისტრაციები გაგრძელდება მთელი კვირის მანძლზე, არაერთ მოთხოვნილ დისციპლინას დაემატება ადგილი და შესაძლებელი იქნება რეგისტრაცია.
Print

« იხ. ყველა სიახლე