2015-04-20

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია - გზა ევროპისაკენ“

არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია - გზა ევროპისაკენ

 

2015 წლის  29-30 აპრილს , 10:00საათზე, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:

„არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია - გზა ევროპისაკენ“.

ღონისძიება დაიყოფა ოთხ ბლოკად. პირველ ორ ბლოკს დაეთმობა კონფერენციის პირველი, ხოლო მეორე და მესამე ბლოკებს - მეორე დღე.

კონფერენციის დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან სამართალწარმოების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები. პირველ ბლოკში სამართლის პროფესორი ნინო გვენეტაძე და მოსამართლე რენატა ვინტერი განიხილავენ კოდექის პროექტს და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.  ასევე, მოწვეული ექსპერტები, ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი, რენატა ვინტერი და ჰელგა ობერლოსკამპი ისაუბრებენ გერმანული კანონმდებლობით, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე, მათ მიმართ განხორციელებულ ევროპულ მიდგომებზე. შემდგომ, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი წარადგენს მოხსენებას თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტის კრიმინოლოგიური შეფასება“.  პროცესუალურ და სასჯელაღსრულებით ნაწილში არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დააფიქსირებენ საკუთარ აზრს მოსამართლეები, პროკურორები და სხვა პრაქტიკოსი იურისტები. თითოეული მოხსენება, პირობითად,  20-25 წუთს გასტანს.

ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებით სამინისტროს,  სასამართლოსა და სახელმწიფო სხვა უწყებების წარმომადგენლები.

Print

« იხ. ყველა სიახლე