2014-12-02

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდ "გურგ"-თან

2014 წლის 3 დეკემბერს, 11:00 საათზე, თსუ II კორპუსის 135-ე აუდიტორიაში (მცირე საკონფერენციო), გაფორმდება მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და ზურაბ გურგენაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „გურგ“-ს შორის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება:

Ø   იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის დაწესება;

Ø   პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები;

Ø   სტუდენტების უფასო სტაჟირებისა და პრაქტიკის პროგრამები.

 

Print

« იხ. ყველა სიახლე